logo
ENG



პროკურატურის განცხადებით, ნიუ-იორკის გუბერნატორმა, სულ მცირე, 11 ქალი სექსუალურად შეავიწროვა

03 აგვ 202122:00
3 წუთის საკითხავი
clock 806
2021/08/03/brdht0lw4uz6vyx.jpg

აშშ-ის გენერალური პროკურატურის განცხადებით, ნიუ-იორკის გუბერნატორმა, ენდრიუ კუომომ არაერთი ქალი სექსუალურად შეავიწროვა. 

კუომოს, სულ მცირე, 11 ქალის შევიწყროებაში ადანაშაულებენ. 

პროკურორის, ლეტიცია ჯეიმსის განცხადებით, ნიუ-იორკის მერი ავიწროებდა როგორც მოქმედ და ყოფილ საჯარო მოხელეებს, ასევე მრავალ ქალს სახელმწიფო სამსახურს მიღმა. 

ჯეიმსის მტკიცებით, ჩატარებული გამოძიებამ გამოარკვია, რომ კუომო ქალებს მათი სურვილის წინააღმდეგ ეხებოდა და აკეთებდა სექსუალური ხასიათის კომენტარებს. პროკურორი ამბობს, რომ ნიუ-იორკის გუბერნატორმა შექმნა ქალებისთვის მტრული სამუშაო გარემო. 

პროკურორის თქმით, გამომძიებლები 179 ადამიანს ელაპარაკნენ, მტკიცებულებებმა კი "ღრმად შემაშფოთებელი, მაგრამ ნათელი სურათი" დახატა. 

პროკურატურამ თავად გუბერნატორიც დაკითხა. პროცესი 11 საათს გაგრძელდა.

ლეტიცია ჯეიმსის ანგარიშის მიხედვით, ენდრიუ კუომომ უარყო ქცევები, რომლებზეც ბრალმდებელმა ქალებმა ილაპარაკეს. თუმცა, გამოძიების მტკიცებით, ამ უარყოფას სანდოობა აკლდა და არ შეესაბამება მოპოვებული მტკიცებულებების სიმძიმეს. 

ენდრიუ კუომომ თქვა, რომ ის ფაქტები, რაზეც ქალები ლაპარაკობენ, აცდენილია რეალობას. 

"არავის შევხებივარ ვინმეს შეუსაბამოდ. 63 წლის ვარ. მთელი ზრდასრული ცხოვრება საჯაროდ გავატარე". - განაცხადა გუბერნატორმა. 

მერიენ ვონგი, რომელიც ორ ბრალმდებელ ქალს იცავს, ამბობს, რომ "კუომოს მიზოგინია და თანამდებობის ბოროტად გამოყენება ვერ იქნება უარყოფილი". 

"ის ამას წლებია აკეთებს. ის უნდა გადადგეს და არასდროს დაიკავოს თანამდებობა". - თქვა ვონგმა

სენატის დემოკრატების ლიდერი, ანდრეა სტიუარტ-ქაზანსი კუომოს გადადგომისკენ მოუწოდებს. 

"ყველასთვის ცხადი უნდა იყოს, რომ ის ვერ შეძლებს, გააგრძელოს მერის თანამდებობაზე სამსახური". - თქვა მან. 

თუმცა, ენდრიუ კუომო, ჯერჯერობით, გადადგომას არ აპირებს. 


close დახურვა