logo
ENG



რა გააკეთა და რა გააფუჭა დავით სერგეენკომ - ცერცვაძე ჯანდაცვის ყოფილ მინისტრს აკრიტიკებს

28 ივლ 202020:30
3 წუთის საკითხავი
clock 325

 

დაპირისპირება ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ ინფექციონისტსა და ქართული ოცნების ფავორიტ კანდიდატს შორის - დავით სერგეენკოსა და თენგიზ ცერცვაძის 7-წლიანი მძიმე კომუნიკაცია საჯარო ახლა ხდება. მაჟორიტარად დასახელების შემდეგ დავით სერგეენკოს თენგიზ ცერცვაძემ შეუსრულებელ დაპირებებზე პასუხი მოსთხოვა. იმ დროს, როცა ყოფილი მინისტრი ფაქტობრივად საარჩევნო კამპანიის ფარგლებში მის უწყებაში მუშაობის პერიოდს გამორჩეულად წარმატებულს უწოდებს, ცერცვაძე განმარტებებს ითხოვს.

 

რა გაუფუჭა სერგეენკომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას, რა დამსახურება აქვს ცე ჰეპატიტის პროგრამის დანერგვაში და მთავარი - რატომ მიიყვანა განადგურებამდე თანაც გამიზნულად, ინფექციური საავადმყოფო. სერგეენკო კითხვებს არ პასუხობს, მისი ბოლო აღიარება ამ თემაზე სატელევიზიო არქივშია, 10 წლის წინ გასხვისებულ შენობას ხელისუფლებამ დაპირების მიუხედავად, ალტერნატიული ფართი ვერ მოუძებნა და პანდემიასთან ბრძოლის წინა ხაზზე მყოფ მედიკოსებს მუშაობა უკიდურეს პირობებში უწევთ.


close დახურვა