logo
ENG



რამიშვილი დრონის კადრებზე: გამოძიება თვითონაც ვერ გარკვეულა, ჩანაწერები არის საქმეში თუ არა

25 ივლ 202014:10
3 წუთის საკითხავი
clock 490
dqe6xhqbc4pa4oq.jpg

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი მასალების გასაცნობად ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციაში გვიან ღამემდე იმყოფებოდა. 

ადვოკატის თქმით, ის ჩვენებების ნაწილს უკვე გაეცნო. რამიშვილი ამბობს, რომ საგამოძიებო ორგანოს ვერ გაურკვევია, დევს თუ არა საქმეში დრონის მეშვეობით გადაღებული კადრები. 

მასალები სამედიცინო ექსპერტიზის პირველად დასკვნასაც მოიცავს. საქმეში დევს ფოტომასალაც, რომელიც იმ ადგილასაა გადაღებული, სადაც ხუთდღიანი ძებნის შემდეგ ცხედარი აღმოაჩინეს.

"თუ გამოყენებულია დრონი, მე მაინტერესებს ამ დრონის ჩანაწერები, რა ადგილები არის მოძიებული და რა ადგილებში მიმდინარეობდა ძებნა. თვითონაც ვერ გარკვეულან, ჩანაწერები არის საქმეში თუ არა", - განაცხადა რამიშვილმა. 

ბაჩალიაშვილის საქმეს თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა. ამ დრომდე გამოძიება მხოლოდ თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით მიმდინარეობდა. 

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 5-დღიანი ძებნის შემდეგ, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტყეში, გარდაცვლილი იპოვეს. მას დღეს დაკრძალავენ. 


close დახურვა