logo
ENG



რატი ბრეგაძე ამბობს, რომ 17 მაისისა და 5 ივლისის ერთმანეთთან გაიგივებას არ ეთანხმება

17 დეკ 202120:42
3 წუთის საკითხავი
clock 804
რატი ბრეგაძე ამბობს, რომ 17 მაისისა და 5 ივლისის ერთმანეთთან გაიგივებას არ ეთანხმება

იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე ამბობს, რომ ქართული ოცნება 17 მაისის საქმის მსგავსი აქტების პრევენციას 2013 წლიდან ახერხებს. ასევე ის ამბობს, რომ 17 მაისის საქმეს 5 ივლისთან ვერ აიგივებს. იუსტიციის მინისტრი ეხმაურება სტრასბურგის სასამართლოს დასკვნას, რომელმაც საქართველო 17 მაისის საქმეზე 193 500 ევროთი დააჯარიმა.

ბრეგაძე ამბობს, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის დროს სტრასბურგის სასამართლოში გაგზავნილი საჩივრების რაოდენობა 7-ჯერ მეტი იყო, ვიდრე "ოცნების" დროს.

"ოფიციალური სტატისტიკაა, რომ 7-ჯერ შემცირდა სტრასბურგის სასამართლოში გაგზავნილი საჩივრების რაოდენობა 2012 წლიდან [წინა ხელისუფლებასთან შედარებით] ეს ყველაფერი საერთო სურათს ძალიან ნათლად ასახავს.

 2013 წლის შემდეგ სახელმწიფო ორგანოები ახერხებენ მსგავსი მასშტაბის ძალადობის აქტების პრევენციას. რაც შეეხება აღსრულების ნაწილს, ჩვენ სრულად გავითვალისწინებთ სტრასბურგის სასამართლოს სულისკვეთებას.

რაც შეეხება ამ საქმესთან 5 ივლისის საქმის გაიგივებას, ამაში, რა თქმა უნდა, ვერ დაგეთანხმებით, ამ საქმეზე გამოძიება დასრულდება და შემდგომში შეიძლება ვისაუბროთ კონკრეტულ შედეგებზე." - ამბობს რატი ბრეგაძე

2013 წლის 17 მაისის საქმეზე საქართველოს სტრასბურგის სასამართლომ დაზარალებულთათვის 193 500 ევროს გადახდა დააკისრა. სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ დაირღვა ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-3  მუხლი (არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვა), მე- 14 მუხლთან (დისკრიმინაციის აკრძალვა) ერთად. სასამართლომ ასევე დაადგინა მე-11 მუხლის დარღვევა (შეკრების აკრძალვა), მე -14 მუხლთან ერთად.

TV პირველის ოპერატორს ლექსო ლაშქარავასა და ჟურნალისტ მირანდა ბაღათურიას 5 ივლისს ღირსების მარშის ძალადობრივი კონტრაქციის მონაწილეები დაესხნენ თავს. ლაშქარავას სასტიკად სცემეს და სახის ძვლები ჩაუმტვრიეს, რის გამოც სასწრაფო ოპერაცია დასჭირდა. თავდასხმიდან რამდენიმე დღეში, 11 ივლისს ლაშქარავა საკუთარ სახლში დედამ გარდაცვლილი იპოვა. 


close დახურვა