logo
ENG



რიჟვაძე ფუტკარაძეზე: თუ ჩემი ოჯახის წევრი ჩანაწერში არ ფიგურირებს, ყველას მოვთხოვ ბოდიშს

24 ნოე 202112:46
3 წუთის საკითხავი
clock 1233
რიჟვაძე ფუტკარაძეზე: თუ ჩემი ოჯახის წევრი ჩანაწერში არ ფიგურირებს, ყველას მოვთხოვ ბოდიშს

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ბათუმის ახალი საკრებულოს გარდაცვლილ წევრთან დაკავშირებულ ჩანაწერს ეხმაურება და ამბობს, რომ თუ რომელიმე ჩანაწერში მისი ოჯახის წევრი არ ფიგურირებს, "ყველას მოსთხოვს ბოდიშს". ბათუმის მერობის ყოფილი კანდიდატის გიორგი კირთაძის თქმით, ბათუმის ახალი საკრებულოს გარდაცვლილ წევრზე ასლან აბაშიძისდროინდელი ორი ძალოვანი, თორნიკე რიჟვაძის მამის დავალებით, ზეწოლას ახდენდა. მან მტკიცებულებად ჩანაწერებიც გამოაქვეყნა.

რიჟვაძის განცხადებით:

"კიდევ ერთხელ მინდა, მივუსამძიმრო გარდაცვლილი ოჯახის წევრებს და სწორედ ამ ადამიანის ხსოვნაც, მისი სახელის მოფრთხილებაც ითვალისწინებს, რომ მეტად ღირსეულად მოექცნენ მათივე თანამებრძოლები. რაც შეეხება წინასწარ დაანონსებულ რაღაც ჩანაწერებს, ბუნებრივია, მე ჩანაწერებზე და მათ შინაარსზე ვერ გავაკეთებ კომენტარს, თუმცა მერწმუნეთ, რომ თუ მათ შორის ჩემი ოჯახის წევრი რომელიმე ჩანაწერში არ ფიგურირებს, ყველას მოვთხოვ ბოდიშის მოხდას".

ბათუმის მერობის ყოფილმა კანდიდატმა გიორგი კირთაძემ დღეს, 24 ნოემებრს ბრიფინგზე თქვა, რომ, ქართულ ოცნებას საკრებულოში უმრავლესობისთვის ნაციონალური მოძრაობის ფრაქციიდან ერთი დეპუტატის გადაბირება სჭირდებოდა, ერთ-ერთი პირველი კი, ვისზეც ზეწოლა დაიწყო, ნუგზარ ფუტკარაძე იყო.

კირთაძემ ბრიფინგზე გამოაქვეყნა აუდიოჩანაწერი, რომელშიც, მისივე თქმით, ისმის, როგორ სთავაზობენ ფუტკარაძეს ქართულ ოცნებაში გადასვლის სანაცვლოდ 100 000 დოლარს. კირთაძის განცხადებით, ფუტკარაძემ ჩანაწერების გაკეთება მას შემდეგ დაიწყო, რაც შეხვედრები გაუსაძლის ხასიათს იღებდა.


close დახურვა