logo
ENG



რუსეთი სუდანში მოპოვებულ ოქროს კონტრაბანდის სახით ყიდის და უკრაინაში ომს აფინანსებს - CNN

30 ივლ 202219:00
3 წუთის საკითხავი
clock 1130
2022/07/30/kiccjggjyz78ai7.jpg
CNN

CNN-ის ცნობით, რუსეთი სუდანში მოპოვებულ ოქროს კონტრაბანდის სახით ყიდის და ფულს უკრაინაში ომის დასაფინანსებლად იყენებს.

მედიის გამომძიებელი ჟურნალისტების გუნდის ცნობით, ოქროს ექსპორტი უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან რამდენიმე დღეში დაიწყო.

მედია აცხადებს, რომ უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ რუსულმა თვითმფრინავებმა სუდანის დედაქალაქიდან, ხარტუმიდან დაახლოებით 1 ტონა ოქრო გაიტანეს. ძვირფას მეტალს ისინი თვითმფრინავში, ორცხობილების ყუთების ქვეშ იყო დამალული. CNN აცხადებს, რომ სუდანი ორცხობილების ექსპორტიორი იშვიათ შემთხვევებში ან არასდროსაა.

CNN-ს რამდენიმე სხვადასხვა წყარომ სუდანიდან მოუყვა, რომ აფრიკის ქვეყნიდან რუსეთში ოქრო მინიმუმ 16 ფრენით გადაიტანეს.

სუდანი აფრიკის კონტინენტზე ოქროს მწარმოებელთა შორის მესამე ქვეყანაა.

მედიის ცნობით, მოძიებული მასალა ასევე ცხადჰყოფს, რომ რუსეთი სუდანის სამხედრო სამსახურებთან თანამშრომლობს და მათი დახმარებით გააქვს მილიონობით დოლარის ღირებულების ოქრო სუდანიდან.

სანაცვლოდ კი რუსეთი სუდანის არაპოპულარულ სამხედრო ხელისუფლებას, რომელიც სასტიკად ებრძვის ქვეყნის დემოკრატიულ მოძრაობას, პოლიტიკურ და სამხედრო მხარდაჭერას უწევს.

ასევე აღსანიშნავია, რომ 2021 წელს რუსეთი მხარს უჭერდა სუდანში მომხდარ სამხედრო გადატრიალებას, რის შედეგადაც გარდამავალი სამოქალაქო ხელისუფლება გადადგა.

„ჩვენ დიდი ხანია ვიცით, რომ რუსეთი სუდანის ბუნებრივ რესურსების ექსპლუატაციას ახდენს. იმისთვის, რომ რესურსებზე წვდომა შეინარჩუნოს, რუსეთმა წააქეზა სამხედრო გადატრიალება.

მაშინ, როცა დანარჩენი სამყარო რუსეთისთვის დახურულია, ისინი სუდანელ გენერლებთან ამ ურთიერთობით იხეირებენ და გენერლებს დაეხმარებიან დარჩნენ ხელისუფლებაში“ - აცხადებს ერთ-ერთი წყარო CNN-თან ინტერვიუში.

მედიის ცნობით, ოქროს ექსპორტის სქემის უკან რუსი ოლიგარქი იევგენი პრიგოჟინი დგას.

20 ივლისს ევროკავშირმა რუსეთის მიმართ სანქციების მე-7 პაკეტი დაამტკიცაპაკეტი რუსეთიდან ოქროს იმპორტს, ახალი ექსპორტის კონტროლს და რუსული სბერბანკის აქტივების გაყინვას მოიცავს. 


close დახურვა