logo
ENG



საკრებულოს წევრი 15 დეკემბრის აქციაზე: მთელი ოჯახი იდიოტები ხართ, ან პროვოკატორები, თქვენი დედაც!

14 დეკ 201910:20
3 წუთის საკითხავი
clock 1540
4kgi12d9bkj18a4.jpg

საკრებულოს წევრი ერეკლე კუხიანიძე საკუთარ Facebook-გვერდზე 15 დეკემბერს, ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის მიერ დაანონსებულ აქციას ეხმაურება. კუხიანიძის თქმით, საოკუპაციო ხაზთან აქციის გამართვა პროვოკაციული ნაბიჯია და ამით ოჯახი სახელმწიფოს უპირისპირდება.

საკრებულოს წევრის პოსტს „ფორმულა ნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ:

„ძალიან სერიოზული მყრალი პროვოკაციის ოხშივარი ასდის ამ ამბავს! პირდაპირ გეუბნებით - როდესაც იცი იქ ოკუპანტია და დაგიჭერს და მაინც სპეციალურად მიდიხარ... ისიც იცი, რომ შენი ქვეყანა მოკლებულია იმას, რომ ქმედითი წინააღმდეგობა გაუწიოს ოკუპანტს და ამის შემდეგ შენი ოჯახი სახელმწიფოს უპირისპირდება - ან მთელი ოჯახი იდიოტები ხართ, ან პროვოკატორები თქვენი დედაც!“ - ნათქვამია კუხიანიძის განცხადებაში.

შეგახსენებთ, მას შემდეგ რაც ცხინვალის ე.წ სასამართლომ ვაჟა გაფრინდაშვილი პატიმრობაში დატოვა, გაფრინდაშვილის ოჯახის წევრებმა 15 დეკემბერს საოკუპაციო ხაზთან აქცია დააანონსეს.


close დახურვა