logo
ENG



სამადაშვილი: სააკაშვილმა უნდა გააცნობიეროს, რომ ან ის, ან ბიძინა აღარაა რელევანტური

25 აპრ 202123:00
3 წუთის საკითხავი
clock 5072
სამადაშვილი: სააკაშვილმა უნდა გააცნობიეროს, რომ ან ის, ან ბიძინა აღარაა რელევანტური

სწორი ფორმულა იქნებოდა, რომ მას საკუთარი პოლიტიკური ჩართულობისთვის ისეთი გზა მოეძებნა, რომელიც ხელს შეუწყობდა ქვეყანაში ოპოზიციის გაძლიერებას. ეს გზა, ჩემი აზრით, კარგი იქნებოდა იმით დავიწყოთ, რომ განსხვავებული ოპოზიციური პარტია არ იქნას შერაცხული ხელისუფლებასთან გარიგებულად

სააკაშვილმა უნდა გააცნობიეროს, რომ ალტერნატივა - ან ის ან ბიძინა, ეს ალტერნატივა აღარ არის რელევანტური ქართულ პოლიტიკურ სპექტრში. ორპოლუსიანობა ქართულ პოლიტიკურ სპექტრში არ არის არც რელევანტური და არც იმას ეხმარება, რომ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი ქვეყანაში შეიცვალოს არჩევნების გზით, რაც, ჩემი აზრით, არის აუცილებელი. რა რეალობასაც ვუყურებთ ჩვენ უკვე 9 წელია, არის მარტივი - ბიძინა ივანიშვილის დამარცხებას სჭირდება მრავალპოლუსიანი პოლიტიკური სპექტრი და არა ორი სიმძიმის ცენტრი. ეს ნამდვილად ასეა და ამას აჩვენებს ყველა არჩევნების შედეგები.


close დახურვა