logo
ENG



საქართველოში covid 19-ით ბოლო 24 საათში 8 პირი გარდაიცვალა, დადასტურდა 490 ახალი შემთხვევა

27 მარ 202111:00
3 წუთის საკითხავი
clock 2181

ბოლო 24 საათში კორონავირუსით საქართველოში 8 ადამიანი გარდაიცვალა - მონაცემები stopcov.ge-ზე განახლდა.

ვებ-გვერდზე განახლებული ინფორმაციის თანახმად, გამოვლინდა 490 ახალი შემთხვევა, ვირუსისგან კი გამოჯანმრთელდა 219 პაციენტი. 

ახალი შემთხვევები 35 560 ჩატარებული ტესტის შედეგად გამოვლინდა, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.34%.

დღეის მონაცემებით, საქართველოში დადასტურებულია ინფიცირების 279 936 შემთხვევა, აქედან 271 804 ადამიანი გამოჯანმრთელდა. კორონავირუსს  ქვეყანაში 746 ადამიანი ემსხვერპლა.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი პანდემიად 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.


close დახურვა