logo
ENG



სებ: Мир თანამშრომლობს აფხაზეთთან, რაც, შესაძლოა, არღვევდეს ოკუპაციის შესახებ კანონს

09 მარ 202215:07
3 წუთის საკითხავი
clock 1204
2022/03/09/rmmw8m575ck5q5z.jpg

ეროვნული ბანკის განცხადებით, რუსულ საგადახდო სისტემების კომპანია Мир თანამშრომლობს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკასთან, რაც ბანკის შეფასებით, შესაძლოა, არღვევდეს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონს.

მათი თქმით, საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკები და საბარათე საპროცესინგო სისტემები Мир-თან არ თანამშრომლობენ, ამ სისტემით ოპერაციები სრულად ხორციელდება რუსულ სისტემაში და მას საქართველოს საფინანსო სისტემასთან შეხება არ აქვს.

რაც შეეხება ქართული კომპანიის თანამშრომლობის საკითხს, სებ-ში ამბობენ, რომ "აღნიშნულის შეფასება სცილდება ეროვნული ბანკის კომპეტენციას".

"საქართველოს ეროვნული ბანკი ყოველთვის მოქმედებდა და მოქმედებს საერთაშორისო რეზოლუციებით განსაზღვრულ სტანდარტებთან სრულ შესაბამისობაში. შეგახსენებთ, რომ სანქციებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების ვალდებულების შესახებ მითითება ეროვნულმა ბანკმა საქართველოს საფინანსო სექტორის წარმომადგენლებს უკვე მისცა", - აცხადებენ ეროვნულ ბანკში.

ავიაკომპანია Georgian Airways რუსულ საგადახდო სისტემების კომპანია Мир-თან თანამშრომლობს. მათ საიტზე ამ სისტემით გადახდაა შესაძლებელი.


close დახურვა