logo
ENG



სტოლტენბერგი: ფუნდამენტური პრინციპია, რომ ყველა ქვეყანას უფლება აქვს, აირჩიოს საკუთარი კურსი

11 დეკ 202112:51
3 წუთის საკითხავი
clock 947

NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ყველა ქვეყანას უფლება საკუთარი კურსი თვითონ აირჩიოს.

"ფუნდამენტური პრინციპია, რომ ყველა ქვეყანას უფლება აქვს, აირჩიოს საკუთარი კურსი… მათ შორის ის, თუ რა ტიპის უსაფრთხოების შეთანხმებებში სურს მონაწილეობა. NATO-ს ურთიერთობებს უკრაინასთან NATO-ს 30 მოკავშირე ქვეყანა და უკრაინა გადაწყვეტს, სხვა არავინ. მიუღებელია, რომ რუსეთი ცდილობს აღადგინოს სისტემა, სადაც დიდ ძალებს აქვთ გავლენის სფეროები, სადაც შეუძლია, გააკონტროლოს და გადაწყვიტოს, თას გაკეთებენ სხვა წევრები", - ამბობს სტოლტენბერგი.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ნატოსგან მოითხოვს გააუქმოს 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის შესვლაზე. გარდა ამისა, რამდენიმე დღის წინ აშშ-ს პრეზიდენტთან საუბრისას ვლადიმერ პუტინმა გარანტიები მოითხოვა, რომ NATO აღმოსავლეთით არ გაფართოვდება. 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიუღებლად მიიჩნევს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გაკეთებულ განცხადებას.

"საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის მიუღებელია მესამე მხარის მიერ ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების გადახედვასთან დაკავშირებით გაკეთებული ნებისმიერი განცხადება, რაც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებსა და ნორმებს", - აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.


close დახურვა