logo
ENG



ტიკარაძე: სინოფარმით 40 მილიონზე მეტი ადამიანია აცრილი, მის სანდოობაზე კითხვები არ ისმის

05 აპრ 202110:38
3 წუთის საკითხავი
clock 2449
ტიკარაძე: სინოფარმით 40 მილიონზე მეტი ადამიანია აცრილი, მის სანდოობაზე კითხვები არ ისმის
რადიო თავისუფლება

ეკატერინე ტიკარაძემ და ამირან გამყრელიძემ ჩინური ვაქცინა სინოფარმი ოფიციალურად წარადგინეს. 

სინოფარმს ჯერ არ აქვს WHO-ს ავტორიზაცია, თუმცა, საქართველომ მისი 100 ათასი დოზა შეიძინა.

ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, რომ სინოფარმით მსოფლიოში 40 მილიონ ადამიანზე ემტია აცრილი, შესაბამისად, მის სანდოობაზე კითხვები არ არსებობს. 

"სინოფარმით მსოფლიოში 40 მილიონ ადამიანზე ემტია აცრილი, შესაბამისად, მის სანდოობაზე კითხვები არ ისმის. WHO-სგან ის ელოდება ავტორიზაციას. ამასთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან ინტენსიური მიმოწერა, რის შედეგადაც, საბჭოსთან მსჯელობის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას თუ როდის იქნება შესაძლებელი ჩინური ვაქცინით ვაქცინაციის დაწყება". - თქვა ტიკარაძემ პრესკონფერენციაზე. 

NCDC და ჯანდაცვის უწყების წარმომადგენლები ამბობენ, რომ მომდევნო 2 კვირის განმავლობაში სინოფარმით აცრა არ დაიწყება - მანამ, სანამ ვაქცინა ავტორიზაციას არ მიიღებს. 

საქართველოში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი 15 მარტიდან დაიწყო. 

ქვეყანაში ასტრაზენეკას ვაქცინის პირველი პარტია 13 მარტს შემოვიდა, ხოლო 25 მარტს საქართველომ ფაიზერის ვაქცინა მიიღო.

ასტრაზენეკას და ფაიზერის ვაქცინის გაკეთების შესაძლებლობა მედპერსონალსა და 55 წელს ზევით ადამიანებს აქვთ. 


close დახურვა