logo
ENG



ტიკარაძე: ჩინური ვაქცინა უნგრეთის მიერ არის ავტორიზებული, მალე მივიღებთ 100 ათას დოზას

30 მარ 202112:01
3 წუთის საკითხავი
clock 1013

ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, რომ კვირის ბოლოს ჩინური ვაქცინის 100 ათას დოზას გამოიგზავნება და შემდეგ კვირაში მივიღებთ. 

მისი თქმით, ვაქცინა უნგრეთის "მკაცრი მარეგულირებლის" მიერ არის აღიარებული. ტიკარაძე ამბობს, რომ პარალელურად ჯანდასცვის უწყება კონსულტაციებს გადის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან. 

"გამოიგზავნება კვირის ბოლოს და მომდევნო კვირას მივიღებთ 100 ათას დოზას. 

WHO-სთან გავდივართ კონსულტაციებს, თუ როგორ მოვიქცევით ამ ვაქცინასთან მიმართებაში. თუ ისინი დაგვრთავენ ნებას, უნგრეთის მსგავსად ქვეყანაში განვაგრძოთ ვაქცინაცია და მაშინ, როცა ვაქცინა იქნება ადგილზე, დამატებით ინფორმაციას მოგაწვდით". - თქვა ტიკარაძემ. 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ საქართველოს კანონმდებლიბის მიხედვით, შესაძლებელია ვაქცინის შემოტანა აღიარებით რეჟიმშით, რაც ვრცელდება მკაცრ მარეგულირებელზე. გამყრელიძის თქმით, ეს ნიშნავს, რომ თუ ევროკავშირის წევრი ქვეყნის რომელიმე მარეგულირებელი პრეპარატს ავტორიზაციას მისცემს, მისი შემოტანა შეიძლება. 

"დიდი იმედი მაქვს, რომ სინოფარმს მალე ექნება WHO-ს აღიარება. სინოფარმის ვაქცინა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ვაქცინაა მსოფლიოში, აცრილია, სულ მცირე, 70 მილიონი ადამიანი, მათ შორის სერბეთში, უნგრეთში, სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში და სხვადასხვა კვლევით, საკმაოდ კარგი შედეგებით ხასიათდება". - ამბობს გამყრელიძე. 

ამ ეტაპზე საქართველოში ვაქცინაცია 2 ვაქცინით არის შესაძლებელი - ფაიზერით და ასტრაზენეკათი. იცრება მხოლოდ ჯანდაცვის პერსონალი და 65 წელს გადაცილებული ადამიანები. 

ჩინური ვაქცინას, სინოფარმს ჯერ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის, ევროკავშირის და აშშ-ის ავტორიზაცია არ აქვს. 

მისით ეგვიპტეში, ბრაზილიაში, საუდის არაბეთსა და ჩინეთში იცრებიამ


close დახურვა