logo
ENG



ტიკარაძის თქმით, აღდგომამდე 1 კვირით ადრე გახდება ცნობილი, დაწესდება თუ არა შეზღუდვები

05 აპრ 202110:59
3 წუთის საკითხავი
clock 11424

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, იქნება თუ არა სააღდგომოდ შეზღუდვები, ამაზე საუბარი ჯერ ადრეა და აღდგომამდე 1 კვირით ეცოდინებათ, რა გეგმა აქვთ დღესასწაულებთან მიმართებაში.

"დღეს ცოტა ადრეა მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, თუ რა იქნება სააღდგომოდ, ვინაიდან, ამ ეტაპისთვის ჩვენი მხრიდან მიმდინარეობს აქტიური მუშაობა, თუმცა ინფექციის ზრდა ფიქსირდება და ალბათ, აღდგომის პერიოდამდე დაახლოებით 1 კვირით ადრე ჩვენ გვექნება მეტად უფრო ზუსტი ინფორმაცია, თუ რა იქნება გეგმა დღესასწაულებთან მიმართებაში", - თქვა მინისტრმა.

მისივე განცხადებით, საბჭოს, ამ ეტაპზე, არ უმსჯელია, დაწესდება თუ არა შეზღუდვები 15 აპრილიდან.

"ამ ეტაპისთვის, საბჭოს არ უმსჯელია შეზღუდვებთან დაკავშირებით, თუმცა იცით, რომ რამდენიმე რეგიონში ინტენსიურად მიმდინარეობს ეპიდკვლევები, რითიც, იმედი გვაქვს, რომ შევძლებთ შეზღუდვების გარეშე გავაკონტროლოთ ის მომატებული ინფექციის რაოდენობა, რომელიც დღეს ქვეყანაში შეიმჩნევა", - აღნიშნა ტიკარაძემ.

მან მოქალაქეების მხრიდან წესების დაცვის აუცილებლობაზეც ისაუბრა.

"ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი მოქალაქეების ჩართულობას ყველა წესის აღსრულებაში, რათა არ გავხდეთ იძულებული ინფექციის გავრცელების გამო გარკვეული შეზღუდვების დაწესების. ამ ეტაპისთვის გაგვაჩნია იმის რესურსი, რომ ლოკალურად ღონისძიების გააქტიურებით მიღებული მაღალი შედეგიდან გამომდინარე არ ვისაუბროთ ჩაკეტვებზე, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ მნიშვნელოვანია თითოეული მოქალაქის მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა", - თქვა ტიკარაძემ.


close დახურვა