logo
ENG



უგულავა ელისაშვილზე: რამხელა ღვარძლს, ბოღმას, სიძულვილს, გესლს, ყველაფერს ერთად ინახავდა

24 ივნ 202021:37
3 წუთის საკითხავი
clock 853

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა გადაცემა „გიორგი თარგამაძის ფორმულაში“ იმყოფებოდა სტუმრად, სადაც ალეკო ელისაშვილის პოლიტიკურ გეგმებთან დაკავშირებით  ისაუბრა. მისი განცხადებით, ელისაშვილის საქმიანობა ივანიშვილის გეგმებს უწყობს ხელს, რადგან ის ოპოზიციური ერთობის წინააღმდეგ მიდის.

უგულავას თქმით, მას ალეკო ელისაშვილთან ფუნდამენტური განსხვავება აქვს, რადგან ეს ადამიანი ღვარძლს, ბოღმას და სიძულვილს აფრქვევს.

„ალეკო ელისაშვილმა დაიწყო პირდაპირი ტყუილები და ამბობდა შალვა შავგულიძემ წააგოო. ბოდიში მომითხოვია და მას რა აქვს მოგებული? საბურთალოზე ერთხელ? ეგრე მე 30 არჩევნები მაქვს მოგებული. შალვა შავგულიძემ კი არ წააგო, შავგულიძემ მიიღო 37 %. აბსოლუტურ ციფრებში შავგულიძემ მთაწმინდაზე აიღო უფრო მეტი, ვიდრე 17-ში ელისაშვილმა აიღო მთაწმინდაზე, როდესაც მერად იყრიდა კენჭს. ალეკო ელისაშვილი ციფრებითაც მანიპულირებს, იტყუება. გამოვიდა დაგვაბრალა ვაჭრობა და მაშინ, როდესაც ჩვენ ერთიანი მაჟორიტარების შერჩევას ვცდილობთ, თვითონ ვაჭრობდა.

ჩვენი ამოცანა იყო ის, რომ ამ ადამიანთან ფუნდამენტური განსხვავება გვქონოდა და აღმოჩნდა თუ რამხელა ღვარძლს, ბოღმას, სიძულვილს, გესლს, ყველაფერს ერთად ინახავდა. რაც იკადრა იმის მერე გამარჯობა როგორ უნდა უთხრა, მაგრამ ამის მიუხედავად ჩვენ ვცდილობდით, რადგან მომგები იყო, მაგრამ მადლობა ღმერთს, რომ ჩავარდა. რასაც ელისაშვილი აკეთებს, აკეთებს ივანიშვილის საქმეს. ივანიშვილის საქმეა სწორედ ერთობის წინააღმდეგ ბრძოლა“, - განაცხდა გიგი უგულავამ.


close დახურვა