logo
ENG



ფადი ასლი - თუ ხელისუფლება საზღვრის გახსნაზე უარს იტყვის, შედეგები მძიმე იქნება

30 ივნ 202014:54
3 წუთის საკითხავი
clock 628

ბიზნესის წარმომადგენლები საზღვრის გახსნის აუცილებლობაზე საუბრობენ. საქართველოს ვაჭრობის საერთაშორისო პალატის თავმჯდომარის, ფადი ასლის თქმით, თუ ხელისუფლება პირველი ივლისიდან ფრენების აღდგენაზე უარს იტყვის, ეს ტურიზმის სექტორისთვის მძიმე შედეგების მომტანი იქნება.

„ტურიზმი საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი მიმართულებაა, რომელიც ახლა საფრთხეშია. თუ მთავრობა უარს იტყვის აღადგინოს ფრენები პირველი ივლისიდან, ეს მძიმე შედეგების მომტანი იქნება ტურიზმისთვის. ყოველდღე, როდესაც ჩვენი საზღვრები ჩაკეტილია, მდგომარეობა უფრო და უფრო მძიმდება“, - განაცხადა ფადი ასლიმ.

BBC-ის ცნობით, ევროკავშირმა იმ ქვეყნების სია გამოაქვეყნა, რომლის მოქალაქეებისთვისაც, პანდემიის მიუხედავად, 1-ელი ივლისიდან საზღვრები გაიხსნება. უსაფრთხო ქვეყნების ჩამონათვალში არის საქართველოც.

საკითხთან დაკავშირებით დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ევროკავშირის მხრიდან საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, საქართველოს ხელისუფლება შესაბამის ნაბიჯებს გადადგამს.

ამ დრომდე საქართველოს ოფიციალური პირები ამბობდნენ, რომ რეგულარული საერთაშორისო ფრენები ქვეყანამ  შესაძლოა, ივლისის ბოლომდე არ აღადგინოს.


close დახურვა