ჯერ ისევ უცნობია, წარადგენს თუ არა ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მაჟორიტარობის საკუთარ კანდიდატის ისნის საარჩევნო ოლქში, სადაც კენჭს ოპოზიციური პარტიების მხარდაჭერით გიორგი ვაშაძე იყრის. "ფორმულასთვის" ცნობილი ხდება, რომ პარტია აქ განიხილავს ხატია დეკანოიძის ან ზაალ უდუმაშვილის კანდიდატურებს.
"ფორმულასთვის" წყაროსგან კიდევ რამდენიმე სავარაუდო კანდიდატურა ხდება ცნობილი.
კერძოდ, ზუგდიდში, ზუგდიდში, სადაც გიგი უგულავაც იყრის კენჭს ეკონომიკის ყოფილი მინისტრის, ვერა ქობალიას კანდიდატურა განიხილება.
ფოთი-სენაკი-ხობში, სადაც გიგა ბოკერია იყრის კენჭს - ენმ, სავარაუდოდ, კობა ნაყოფიას კანდიდატურას წარადგენს.
ხოლო წალენჯიხა, ჩხოროწყუ, მარტვილი, აბაშაში - ზაზა გოროზიას კანდიდატურა განიხილება.
პარტიაში ამბობენ, რომ მიმდინარეობს მსჯელობა კანდიდატების ვინაობაზე და მათ უახლოეს მომავალში წარადგენენ.
ზაზა გოროზია 2011-2012 წლებში იყო სოფლის მეურნეობის მინისტრი, 2012 წელს კი სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი. კობა ნაყოფია 2016 წლიდან ნაციონალური მოძრაობის პარტიული სიით, პარლამენტის წევრია. ვერა ქობალია 2010-2012 წლებში საქართველოს ეკონომიკის მინისტრი იყო. იგი ამჟამად საქართველოში არ ცხოვრობს.