logo
ENG



შესაძლებელია, მრევლი 9-დან 6-მდე ტაძარში იყოს, ეს ხომ უფლის სახლია - კვირიკაშვილი

14 აპრ 202018:31
3 წუთის საკითხავი
clock 741

ყოფილი პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი ფიქრობს, რომ შესაძლებელია მორწმუნეები აღდგომის წირვაზე კომენდანტის საათის დაწყებამდე მივიდნენ და მისი დასრულების შემდეგ გამოვიდნენ.

როგორც კვირიკაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, აღდგომის წირვის ჩატარება და ზიარების წესის შენარჩუნება ძალიან მნიშვნელოვანია.

„როგორც ერთმა ჩვეულებრივმა ქრისტიანმა, მინდა სიხარულით აღვნიშნო, რომ გასული კვირების განმავლობაში ტაძრებში ზედმიწევნით ხდებოდა დადგენილი წესების დაცვა. დარწმუნებული ვარ, სამღვდელოების და მრევლის ერთობლივი ძალისხმევით, ასე გაგრძელდება მომავალ დღეებშიც.
ვფიქრობ, რომ სააღდგომო ლიტურგიის ჩატარება ტაძრებში, ისევე როგორც ზიარების წესის შენარჩუნება, უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებაა იმ გარემოებაში, რომელშიც ჩვენი ქვეყანა და ეკლესია აღმოჩნდა, და ეს გადაწყვეტილება პირდაპირ უკავშირდება ქრისტეს რწმენას და ზიარების საიდუმლოების აღიარებას.
საგანგებო მდგომარეობის პირობებს რაც შეეხება, აბსოლუტურად შესაძლებელია, დადგენილი წესების დაცვით, საღამოს 9 საათიდან დილის 6 საათამდე მორწმუნეთა ტაძარში დარჩენა, ტაძარი ხომ უფლის სახლია, ანუ ყველა იმ ადამიანის სახლიცაა, ვინც სასოებით მიეახლება უფალს", - წერს კვირიკაშვილი.

გიორგი კვირიკაშვილმა სოციალურ ქსელში ანგარიში დღეს, 14 აპრილს აღადგინა. მისი პირადი გვერდი უგულავას დაპატიმრებასთან დაკავშირებით გამოქვეყნებული განცხადების შემდეგ გაუქმებული იყო.


close დახურვა