logo
ENG



შოთა რეხვიაშვილი: მარნეულში 15 000 კაცი შემოწმდა, აქედან ტემპერატურა 4 ადამიანს აღენიშნებოდა

25 მარ 202019:36
3 წუთის საკითხავი
clock 571
ei400mtw29s7wzb.png

ქვემო ქართლის რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი მარნეულში და ბოლნისში მიმდინარე სკრინინგთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს. მისი თქმით, დღევანდელი დღის მდგომარეობით მარნეულში 15 000 მოქალაქე შემოწმდა, აქედან 4 -ს აღმოაჩნდა ტემპერატურა მაგრამ ტესტის გაკეთების შემდეგ მათ კორონავირუსის სიმპტომატიკა არ აღმოაჩნდათ.

„ორი დღეა ფართო მასშტაბიანი სკრინინგი ტარდება. პირველი სიმპტომი არის ტემპერატურა. ექიმების ჩართულობით, ყველა ოჯახს ვიკვლევთ 15 000 ადამიანი შემოწმდა დღეს. ბოლნისში 15 ბრიგადა მუშაობს, რომლის შედეგებიც ცოტახანში მექნება. მარნეულში 15 000 ადამიანიდან 4 -ს ჰქონდა ტემპერატურა, რომელთა გადამოწმების შემდეგ არ იყო სიმპტომატიკა“, - განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ჩინეთის ნაჩუქარი 420 000 ღირებულების სწრაფი ტესტები უკვე თბილისშია. ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, პირველ ეტაპზე ჩამოსული 1000 ტესტი, მარნეულის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას ჩაუტარდება.

 


close დახურვა