logo
ENG



შოლცის თქმით, მარტის ბოლომდე Leopard 2-ის 80 ტანკი უკრაინაში გასაგზავნად მზად იქნება

11 თებ 202313:35
3 წუთის საკითხავი
clock 269
2023/02/11/sbun26rcd1wijwq.jpg

გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის განცხადებით, მარტის ბოლომდე Leopard 2-ის 80 ტანკი უკრაინაში გასაგზავნად მზად იქნება.

ჟურნალისტის კითხვაზე, არის თუ არა დარწმუნებული, რომ 2 ბატალიონი, დაახლოებით 80 ერთეული Leopard 2-ის ტანკი, ნამდვილად მზად იქნება მარტის ბოლომდე უკრაინაში გასაგზავნად, შოლცმა უპასუხა: "იმედი მაქვს, რომ საბოლოო ჯამში, მოხერხდება".

ამავდროულად, გერმანიის კანცლერი აღნიშნავს, რომ "ეს ადვილი არ იქნება".

შოლცის თქმით, გერმანია თავის მოკავშირეებთან ერთად უკრაინას ტანკებს სწორედ იმისთვის აწვდის, რომ ქვეყანამ ბრძოლის ველზე თავის დაცვა შეძლოს. ამასთან, გერმანიის კანცლერი ამბობს, რომ უკრაინისთვის დასავლეთის მიერ მიწოდებული იარაღი რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმისთვის არ იქნება გამოყენებული. მისი განცხადებით, ამ საკითხზე კონსენსუსი არსებობს.

25 იანვარს, გერმანიის მთავრობამ დაადასტურა, რომ უკრაინას Leopard 2-ის 14 ტანკს გადასცემს. ამის შესახებ კანცლერმა, ოლაფ შოლცმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. 


close დახურვა