logo
ENG



შსს-ს მე-2 დღეა არ აქვს პასუხი, რატომ არ შემოუშვეს საქართველოში დმიტრი გორდონი

28 ოქტ 202111:47
3 წუთის საკითხავი
clock 1429

შინაგან საქმეთა სამინისტროს მე-2 დღეა არ აქვს პასუხი, რატომ არ შემოუშვეს საქართველოში უკრაინელი ჟურნალისტი დმიტრი გორდონი. გორდონი საზღვრიდან გუშინ, 27 ოქტომბერს გააბრუნეს.

როგორც გორდონი ამბობს, მას საზღვარზე უთხრეს, რომ საქართველოში შემოსვლა აკრძალული აქვს. მისივე თქმით, ქვეყანაში შემოსვლის უფლება არ მისცეს სააკაშვილის ოფისის ხელმძღვანელს მარია ბარაბაშსაც. გორდონს სააკაშვილთან შეხვედრა სურდა.

მანამდე ქვეყანაში არ შემოუშვეს სააკაშვილის უკრაინელი ადვოკატი ევგენ გრუშოვეცი. შსს-ს არც ამაზე აქვს პასუხი.

გუშინვე უკრაინის სახალხო დამცველმა ლუდმილა დენისოვამ თქვა, რომ საქართველოს საზღვარზე შეაყოვნეს და ქვეყანაში მხოლოდ რამდენიმე ზარის შემდეგ შემოუშვეს. შსს-ს არც ეს განუმარტავს.


close დახურვა