logo
ENG



შსს: დავაკავეთ 4 პირი, რომლებმაც კაცი ფულის მიღების მიზნით სცემეს და თავისუფლება აღუკვეთეს

06 ივნ 202310:22
3 წუთის საკითხავი
clock 879
შსს: დავაკავეთ 4 პირი, რომლებმაც კაცი ფულის მიღების მიზნით სცემეს და თავისუფლება აღუკვეთეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, კახეთში დააკავეს 4 პირი, რომლებმაც კაცი ფულადი სარგებლის მიღების მიზნით სახლიდან მოტყუებით გაიყვანეს, სცემეს და სიცოცხლის მოსპობის მუქარით თავისუფლება აღუკვეთეს.

დაკავებულები არიან - 2003, 2001, 1989 და 1994 წელს დაბადებული პირები.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" და "ე" ქვეპუნქტით, ასევე, 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ძალადობის გამოყენებით, თავისუფლების უკანონო აღკვეთასა და ჯგუფურად ჩადენილ გამოძალვას გულისხმობს. დანაშაული 4-დან 10 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.


close დახურვა