logo
ENG



ცერცვაძე: თუ ჩინური არ გვინდა, ნუ არის ლანძღვა იმაზე თუ რატომ იგვიანებს ვაქცინა

03 მარ 202112:47
3 წუთის საკითხავი
clock 1116
ცერცვაძე: თუ ჩინური არ გვინდა, ნუ არის ლანძღვა იმაზე თუ რატომ იგვიანებს ვაქცინა

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის თქმით, მთავრობა და ჯანდაცვის სამინისტრო ყველაფერს აკეთებს, რათა საქართველოში დროულად შემოვიდეს კორონავირუსის ვაქცინა. ცერცვაძე აცხადებს, რომ რიგი მედიკოსები და პოლიტიკურმა ჯგუფები ამბობდნენ, რომ ჩინური ვაქცინის შემოტანას არ დაუშვებდნენ, ხოლო როდესაც საქართველოს მეზობლებმა სწორედ ჩინური ვაქცინის გამოყენება დაიწყეს, ხელისუფლებას ამ ვაქცინის არშემოტანის გამო საყვედურობენ.

ჩინური ვაქცინის თემა, გუშინ 2 მარტს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ გადაცემაში პოლიტმეტრი გაააქტიურა. მისი თქმით, ორი თვის წინ, მზად იყვნენ, ჩინური ვაქცინა შემოეტანათ ქვეყანაში, თუმცა ამაზე "ამბავი ატყდა".

ცერცვაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლებამ ისმინა ოპონენტების და არ შემოიტანა საქართველოში ჩინური ვაქცინა. 

"ჩვენ მზად ვიყავით ჩინური ვაქცინის შემოსატანად და გახსოვთ რა ამბავი ატყდა? ზუსტად იგივე ანგაჟირებულმა მედიებმა, პოლიტიკურმა ჯგუფებმა, რიგმა ექიმებმა გახსოვთ როგორი აღშფოთება გამოხატეს და ამბობდნენ, რომ საქართველო არ დაუშვებს ჩინური ვაქცინის შემოტანას და გვინდა ყველაზე კარგი ვაქცინა. კი ბატონო, ისმინა ქვეყნის ხელმძღვანელობამ მათი ჩინური ვაქცინაზე და ველოდებით საერთაშორისოდ აღიარებულ ამერიკულსა და ევროპულ ვაქცინას. თუ ჩინური ვაქცინა არ გვინდა, ნუ არის ქილიკი, ლანძღვა იმაზე, რატომ დაიგვიანა ვაქცინამ 2-3 კვირით. სამინისტრო და ქვეყნის ხელმძღვანელობა ყველაფერს აკეთებს", - აცხადებს ცერცვაძე.

მისი თქმით, ის, რომ ქვეყანაში ვაქცინის შემოსვლა იგვიანებს არის მსოფლიოში ვაქცინის დეფიციტისა და "სიტუაციის ბრალი" და ამაში საქართველოს ხელისუფლება დამნაშავე არაა.


close დახურვა