logo
ENG



ძლიერი თოვა, ნისლი, ქარბუქი, ზღვაზე შტორმი - როგორი ამინდია მოსალოდნელი 19-20 იანვარს

17 იან 202216:19
3 წუთის საკითხავი
clock 1914
2022/01/17/w6jd4y7qd25haoj.jpg

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 19-20 იანვარს საქართველოში კვლავ მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, უმეტესად თოვლის სახით, ზოგან ძლიერი, ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაკლება, ძლიერი ქარი, მთაში და მაღალმთაში ძლიერი თოვა, ნისლი და ქარბუქი, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი, საავტომობილო გზებზე ლიპყინული, ელექტროგადამცემ ხაზებზე შემოყინულობა, მთიან რეგიონებში ზვავსაშიშროება.

ამასთან, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, ლიპყინულის და ზვავსაშიშროების გამო შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.

სააგენტოს ცნობით, 18, 20 და 21 იანვარს კოლხეთის დაბლობზე ღამის საათებში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის -5, -8 გრადუსამდე დაწევა, რამაც შესაძლებელია ციტრუსოვანი კულტურების დაზიანება გამოიწვიოს.


close დახურვა