logo
ENG



ხოშტარია: მინდა დავარწმუნო, ვისაც ცვლილება უნდა და მერყეობს, არჩევნები წინსვლის შანსია

16 სექ 202001:09
3 წუთის საკითხავი
clock 907
ხოშტარია: მინდა დავარწმუნო, ვისაც ცვლილება უნდა და მერყეობს, არჩევნები წინსვლის შანსია

ვაკის საარჩევნო ოლქში ოპოზიციის საერთო კანდიდატი ელენე ხოშტარია აცხადებს, მისი ამოცანაა მოსახლეობა დაარწმუნოს, რომ არსებობს შანსი, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ქვეყანა განვითარდეს და ადამიანების ცხოვრება გაუმჯობესდეს.

როგორც ფორმულას ეთერში ხოშტარიამ განაცხადა, პანდემიური ფონი მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებს სპეციფიკურს ხდის.

"ჩემი მთავარი ამოცანაა ადამიანები, რომელთაც ნამდვილად უნდათ ცვლილება, დავარწმუნო, რომ ამ არჩევნების შემდეგ არის შანსი ქვეყანა წინ წავიდეს და მათი ცხოვრება გაუმჯობესდეს. პანდემიის დროს გჭირდება დაცულობისა და ეკონომიკური პერსპექტივის განცდა. ჩვენ მოგვიწევს, სავარაუდოდ, ამ პრობლემასთან ერთად მთელი წლის განმავლობაში ცხოვრება. ამიტომ, ბევრი პასუხი სჭირდება საზოგადოებას", - აცხადებს ხოშტარია.

ხოშტარიას თქმით, მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებში მრავალფეროვანი პალიტრაა და ოპოზიციას, მათ შორის ერთმანეთთან კონკურენციის პირობებში, შანსი აქვს გადაუწყვეტელი ამომრჩეველი მიიმხროს.

Edison Research-ის კვლევის შედეგებით, კითხვაზე, თუ ვის მისცემდნენ ხმას ვაკის მაჟორიტარულ ოლქში, არჩევნები რომ დღეს ტარდებოდეს, პასუხები შემდეგნაირად ნაწილდება:

ელენე ხოშტარია, ევროპული საქართველო - 39%;

ნოდარ ტურძელაძე, ქართული ოცნება - 37%;

ბექა ნაცვლიშვილი, ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსი - 7%;

ლევან კობერიძე, ლელო - 5%;

გია გაჩეჩილაძე, საქართველოს მწვანეთა პარტია - 4%;

ბიძინა გეგიძე, დამოუკიდებელი კანდიდატი - 2%;

სხვა კანდიდატები - 6%;

ამავდროულად, Edison Research-ის კვლევის მიხედვითკითხვაზე, რომელ პარტიას მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები რომ დღეს ჩატარდეს, გამოკითხულთა 23% ამბობს, რომ არ გადაუწყვეტია.

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია "ფორმულას" დაკვეთით ავტორიტეტულმა კვლევითმა კომპანიამ Edison Research-მა ჩაატარა.

კვლევა 25 აგვისტო - 7 სექტემბრის პერიოდში, პირისპირ გამოკითხვის მეთოდით ჩატარდა. კვლევის მეთოდოლოგიაზე ინფორმაცია დაწვრილებით იხილეთ აქ. 


close დახურვა