logo
ENG



ჯანდაცვა: 8 ნოემბრიდან წინა თვესთან შედარებით, 332%-ით მეტი 60 წელს ზემოთ მოქალაქე აიცრა

18 ნოე 202115:59
3 წუთის საკითხავი
clock 1332
ჯანდაცვა: 8 ნოემბრიდან წინა თვესთან შედარებით, 332%-ით მეტი 60 წელს ზემოთ მოქალაქე აიცრა

ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, 8 ნოემბრიდან, როცა 60 წელს ზემოთ ადამიანების აცრის შემთხვევაში 200-ლარიანი დახმარების პროგრამა ამოქმედდა, 332%-ით გაიზარდა მიმართვიანობა. 

უწყების ცნობით, საერთო ჯამში, საქართველოში, 8 ნოემბრიდან, პირველი დოზით 60 წელს ზემოთ 19 290 მოქალაქე აიცრა, რაც წინა თვის მაჩვენებელთან მიმართებით, 332,41%-ით მეტია. 

მაშინ, როდესაც 29 ოქტომბრიდან 7 ნოემბრამდე პერიოდში 60 წელს გადაცილებული მხოლოდ 4 461 მოქალაქე აიცრა. 

პენსიონერები განსაკუთრებული აქტივობით გამოირჩევიან რეგიონებში:

"მაგალითად, 7 ნოემბრიდან, შიდა ქართლის რეგიონში, 60 და ზემოთ ასაკობრივ ჯგუფში, ვაქცინაციის პროცესში მოქალაქეთა აქტივობის 697,39% -იანი ზრდა დაფიქსირდა, 586,11%-იანი ზრდაა რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში, ხოლო გურიაში, ამავე ასაკობრივ ჯგუფში, 568,18%- ით მეტი ადამიანი აიცრა".

მთავრობის წამახალისებელი პროგრამის მიხედვით, 200-ლარიან ერთჯერად დანამატს მიიღებს 60 წლის და ზემოთ ასაკის ნებისმიერი პირი, რომელიც ვაქცინაციას 31 დეკემბრის ჩათვლით ჩაიტარებს. ფულადი დანამატი პირველი აცრის გაკეთების შემდეგ გაიცემა.

 


close დახურვა