logo
ENG



ჯაფარიძე: არცერთ ოლქში, სადაც ერთიანი კანდიდატია, გირჩი არ დააყენებს საკუთარ კანდიდატს

18 აგვ 202012:16
3 წუთის საკითხავი
clock 966

"არცერთ ოლქში, სადაც არსებობს ერთიანი კანდიდატი, გირჩი არ დააყენებს საკუთარ კანდიდატს", - ამბობს ზურაბ ჯაფარიძე, რომლის დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარ კანდიდატობაზე ოპოზიციური პარტიები დღეს, 18 აგვისტოს შეთანხმდნენ. 

ჯაფარიძის თქმით, კიდევ ერთ ახლადდასახელებულ კანდიდატს, ირაკლი ოქრუაშვილს, ექნება იმის საშუალება, რომ გირჩის ამომრჩევლს მხარდაჭერის მოპოვებას შეეცადოს:

"მადლობა ყველა პარტიას ამ მხარდაჭერისთვის. ვაპირებ, რომ დავამარცხო ქართული ოცნების კანდიდატი გია ვოლსკი. ჩვენ ვართ ყველა თბილისის ოლქში, სადაც არსებობს შეთანხმება ოპოზიციურ პარტიებს შორის. არცერთ ოლქში, სადაც არსებობს ერთიანი კანდიდატი, გირჩი არ დააყენებს საკუთარ კანდიდატს. რაც შეეხება ირაკლი ოქრუაშვილის მხარდაჭერას, გირჩის ამომრჩეველი არის სპეციფიკური ამომრჩეველი და ეს იცის ყველა პარტიამ. 

ბატონ ირაკლი ოქრუაშვილსაც მივცემთ იმის საშუალებას, რომ დაელაპარაკოს ჩვენ ამომრჩეველს, რომ ის იქნება იმ ხედვების მხარდამჭერი, რომლის გატარებაც გირჩს უნდა მომავალ პარლამენტში. თუ ის ამას შეძლებს, ის მიიღებს გირჩის ამომრჩევლების მხარდაჭერას," - ამბობს ჯაფარიძე.

ოპოზიციური პარტიები თბილისში დარჩენილ ორ მაჟორიტარულ ოლქში საერთო კანდიდატებზე შეთანხმდნენ. საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატი გამარჯვებული საქართველოს ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი იქნება, ხოლო დიდუბე-ჩუღურეთში - გირჩის ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე.


close დახურვა