logo
ENG



ჯაღმაიძე გარეჯის ინციდენტზე: მამები, ალბათ, შეინანებენ, თუმცა დაგეგმილი პროვოკაცია იყო

05 მაი 202117:03
3 წუთის საკითხავი
clock 1053
ჯაღმაიძე გარეჯის ინციდენტზე: მამები, ალბათ, შეინანებენ, თუმცა დაგეგმილი პროვოკაცია იყო

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მამა ანდრია ჯაღმაიძე გარეჯში ჟურნალისტებსა და მელაშვილზე მომხდარ თავდასხმას პირველად გამოეხმაურა და მას "დაგეგმილი პროვოკაცია" უწოდა. ტვ პირველის ეთერში საუბრისას ჯაღმაიძე აღნშნავს, რომ გარეჯში დღესასწაულს აღნიშვნისას და ხალხმრავლობისას ივერი მელაშვილი არ უნდა გამოჩენილიყო. 

"გუშინდელი ინციდენტი პროვოკაციად იკითხება. ძალადობას, რა თქმა უნდა, ვემიჯნებით და, რა თქმა უნდა, არაა სასულირო პირის საქმე, ამიტომ მოვუწოდებ ყველას, თავი შეიკავონ მსგავსი პროოვოკაციების დროს, როგორი გამომწვევიც არ უნდა იყოს, როგორმე სასულირო პირები არ ჩავარდნენ უხერხულ მდგომარეობაში. მამები, ალბათ, ამას თავადვე გააცნობიერებენ და შეინანებენ. რაც შეეხება მეორე მხარეს, ერთმნიშვნელოვნად მიგვაჩნია, რომ ეს იყო დაგეგმილი პროვოკაცია", - ამბობს ანდრია ჯაღმაიძე.

დავით გარეჯში ივერი მელაშვილს და მთავარი არხის გადამღებ ჯგუფს თავს გუშინ, 4 მაისს დაესხნენ. ისინი გადაცემა შაბათის მთავარისთვის სიუჟეტს ამზადებდნენ. 

ივერი მელაშვილს დაზიანება არ აქვს. ნაცემია ოპერატორი, დამტვრეულია კამერა. თავდასხმის შემდეგ მთავარი არხის მანქანას გზა მოქალაქეებმაც გადაუკეტეს. 

რას ყვება ჟურნალისტი ნინუცა კეკელია, წაიკითხეთ აქ.


close დახურვა