logo
ENG


ზელენსკი: ყველა უკრაინელი უნდა შეეგუოს, რომ ჩვენი პოლიტიკა ევროპული ინტეგრაციის პოლიტიკაა
  • 198ნახვები

უკრაინამ დიდი გზა გაიარა იმ მომენტიდან, როცა სრულმასშტაბიანი შეჭრისას ბევრს არ სჯეროდა ევროკავშირში ჩვენი გაწევრიანების, კანდიდატი ქვეყნის სტატუსის რეკორდულად სწრაფად მიღებამდე და მოლაპარაკებების დასაწყებად საჭირო გზავნილების შესრულებამდე. ეს ადასტურებს, რომ უკრაინას შეუძლია მიაღწიოს წარმატებას, თუკი იმუშავებს თავდაჯერებულად და შეთანხმებით ჩვენი დამოუკიდებლობის ინტერესებისთვის. ჩვენ ვაგრძელებთ სახელმწიფოს ტრანსფორმირებას, რომ ის მზად იყოს ევროკავშირში შესასვლელად და ვახდენთ ჩვენი ინტერესების და ყველა სტანდარტების ევროპულ წესებთან ადაპტაციას. ყველა უკრაინელი უნდა შეეგუოს, რომ ჩვენი პოლიტიკა ევროპული ინტეგრაციის პოლიტიკაა. სწორედ ეს გვაახლოებს მომენტთან, როცა უკრაინის დროშა ბრიუსელში სხვა წევრი ქვეყნების დროშებთან ერთად აფრიალდება.

განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიური ვიდეომიმართვისას.



ასევე ნახეთ
close დახურვა