logo
ENG


ვაშაძე: პრეზიდენტის უფლებამოსილებაში ჩარევა კლანური მართლმსაჯულების ნათელი გამოვლინებაა
  • 446ნახვები

ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი შეჩერებულია და ამას ზემოდან უმატებს ქართული ოცნება კონსტიტუციის უგულებელყოფას, პრეზიდენტის უფლებამოსილებაში პირდაპირ და უხეშ ჩარევას, კლანურ მართლმსაჯულებაში ნათელ გამოვლინებას და სამწუხაროდ, კიდევ ერთი მძიმე დარტყმას საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესთან მიმართებაში. 

ამიტომ დღეს არ არსებობს, სამწუხაროდ, აღარც კონსტიტუცია, აღარც კანონი, ქვეყანას მართავს კლანი, რომელსაც მიტაცებული აქვს ძალაუფლება და რომელსაც უნდა, რომ თვითონ გამდიდრეს, ხალხი კი იყოს უკიდურესად მძიმე ვითარებაში იყოს და ნებისმიერ ფასად ხელისუფლება შეინარჩუნოს. 

აცხადებს ერთიანობის ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ვაშაძე სასამართლოს მიერ იუსტიციის საბჭოში კახა წიქარიშვილის დანიშვნაზე პრეზიდენტის განკარგულების შეჩერებასთან დაკავშირებით. 

 


ასევე ნახეთ
close დახურვა