logo
ENG


ხოშტარია: ამ ისტორიულ მომენტში შევიკრიბეთ, რომ ვთქვათ - კი ჭეშმარიტ ცვლილებებს, კი - ევროპას
  • 153ნახვები

ბოლო თვეების განმავლობაში ჩვენ მართლა მთელი მსოფლიო გავაოცეთ ჩვენი პრინციპული, მშვიდობიანი, ერთიანი ბრძოლით და ყველა პოლიტიკოსზე, მთავრობაზე, ყველა პარტიაზე უკეთესად საქართველოს მოქალაქეებმა, განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების მიუხედავად, მთელ მსოფლიოს გააგონეს, რომ ჩვენ ვეუბნებით არას - ძალადობას, დაყოფას, ბოროტებას, ღვარძლს და რუსეთს. დღეს, ამ ისტორიულ მომენტში შევიკრიბეთ რომ ვთქვათ - კი ცვლილებებს, კი სისტემურ ცვლილებებს, ჭეშმარიტ, ძირეულ ცვლილებებს და კი - ევროპას. [...]

არ არსებობს ძალა, რომელიც ამ სიმართლეს გააჩერებს და ჩაახშობს, ისევე როგორც ვერც ერთმა ჭავლმა, ვერც ერთმა წიწაკის სპრეიმ ვერ გააჩერა ჩვენი განაცხადი და საქართველოს სახე იმ დღეებში შექმნა საქართველოს მოქალაქემ და არა ოლიგარქმა, რაც არ უნდა ძალაუფლება ჰქონოდა ხელში. სწორედ ამ შემართებით უნდა წავიდეთ ჩვენ ამ ისტორიულ არჩევნებზე და როცა ვამბობთ, რომ ეს არის ისტორიული არჩევნები, ეს არ არის უბრალოდ ხმამაღალი სიტყვა - ეს არის კონკრეტული, ჩვენი ყველას პასუხისმგებლობა, პასუხისმგებლობა ჩვენი წინაპრების, ისტორიის და მომავალი თაობების წინაშე. [...]

ჩვენ ყველა, თქვენ ყველა, ყველა თაობის, ახალგაზრდა, სხვადასხვა ასაკის ხალხი - აქ და ახლა, დღეს ვიმსახურებთ ევროპას, დღეს ვიმსახურებთ, რომ საქართველოს პასპორტთან ერთად ამაყად გვედოს ევროპის, ევროკავშირის პასპორტი და დღეს, აქ და ახლა, ვსარგებლობდეთ ამ სიკეთეებით. ჩემთვის არ არსებობს ამაზე დიდი პასუხისმგებლობა, პრივილეგია და ტვირთი, რომ ეს კონკრეტული პოლიტიკური დავალება, დაკვეთა თუ გამოწვევა, ავიღოთ ხელში, განვახორციელოთ და მართლაც, ეს ქვეყანა ამაყად იდგეს ევროპის რიგებში - ამაზე უკეთესს ვერაფერს შევქმნით.

თქვა კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთმა ლიდერმა ელენე ხოშტარიამ რუსთავში, კოალიციის პირველ მასშტაბურ ყრილობაზე. 



ასევე ნახეთ
close დახურვა