logo
ENG


სთენფილდი მედიაგარემოზე: ვითარება ე.წ. გამჭვირვალობის კანონმა კიდევ უფრო გაამწვავა
  • 183ნახვები

ორი დღეა ვიმყოფები საქართველოში ფაქტების დამდგენი მისიით, თუ რა ვითარებაა მედიის თავისუფლების კუთხით ქვეყანაში. ამ ორი დღის განმავლობაში, ჩვენ ველაპარაკეთ ჟურნალისტებს, სამოქალაქო საზოგადოების, პოლიტიკური ორგანიზაციებისა და ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს. ყველა აღნიშნავს დემოკრატიულ უკუსვლას.

გვინდა სოლიდარობა გამოვხატოთ იმ ხალხის მიმართ, რომლებიც იცავენ ჟურნალისტიკას ქვეყანაში. მედიასაშუალებების წარმომადგენლებს ზოგჯერ უწევთ გადასვლა საზღვარგარეთ, არის მუქარის შემთხვევებიც. ჟურნალისტებს ნტი-ქართველებად მოიხსენიებენ, რაც დიდი პრობლემაა. ვითარება ე.წ გამჭვირვალობის კანონის მიღებამ კიდევ უფრო მეტად გაამწვავა.

თქვა ევროპის საბჭოს ჟურნალისტთა უსაფრთხოების პლატფორმაზე ცენზურა ინდექსის წარმომადგენელმა ჯემიმა სთენფილდმა. მან კოლეგებთან ერთად საქართველოში ორდღიანი შეხვედრის ფარგლებში წინასაარჩევნო მედიაგარემო შეისწავლა და აღნიშნა, რომ რუსული კანონის მიღებამ სიტუაცია მეტად გაამწვავა. 



ასევე ნახეთ
close დახურვა