მე ძალიან არ მიყვარს, პირდაპირ ვამბობ, როგორი პესიმისტის როლშიც არ უნდა ვიყო, მაინც არ მომწონს ის, როდესაც ამბობენ, რომ ამ ქვეყანას აღარაფერი ეშველება და წავალ და რაც გინდა, ის მოხდეს. არა, მე პირადად არ ვაპირებ არსად წასვლას, აქ ვარ. ადრეც მაქვს ეს ნათქვამი და ვიცი, რომ თქვენც იცით. მიუხედავად იმისა, რომ თქვენ შეგიძლიათ ძალიან კომფორტულად წახვიდეთ და ხელი ჩაიქნიოთ ყველაფერზე, მაგრამ ვხედავ, რომ ამას თქვენ არ აპირებთ.
განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მთავარი არხის ეთერში.