logo
ENG


ბოკერია: ოცნება კომედიას მაგონებს - უცხოპლანეტელები ხალხს ხოცავენ, თან მშვიდობისთვის ვართო
გიგა ბოკერია
01 სექ, 2020 18:59
ბოკერია: ოცნება კომედიას მაგონებს - უცხოპლანეტელები ხალხს ხოცავენ, თან მშვიდობისთვის ვართო
  • 216ნახვები

[ქართულ ოცნებას] არ აქვთ გზავნილი ჩვენი მოქალაქეების მიმართ, თუ როგორ გამოიყვანენ ქვეყანას ამ ჩიხიდან, როგორ მოიტანენ იმ გარდამტეხ ცვლილებებს, რომელიც ჩვენ გვჭირდება, ამიტომ არიან დაკავებული ტალახის სროლით და სისულელეებით. რაც შეეხება გახარიას და კობახიძის განცხადებებს, მოვუწოდებთ ოპოზიციას, ცივილიზებული კამპანია ჰქონდეთო, ერთი ფილმია ასეთი - "მარსი გვიტევს", ძალიან კარგი ამერიკული კომედია იყო ჩემი ახალგაზრდობის, უცხოპლანეტელები შემოესევიან დედამიწას და თან ხოცავენ ხალხს ლაზერული ავტომატებით, თან მიკროფონში ყვირიან - ჩვენ მშვიდობისთვის მოვედითო. ამას მაგონებენ ეს პატარა კლოუნები. ყველას ვურჩევ, რომ ეს ფილმი ნახოს, ივანიშვილის გუნდის კარგი კარიკატურა.

 

გადაცემაში "კომენტარი" ევროპული საქართველოს ერთერთი ლიდერი გიგა ბოკერია გამოეხმაურა ირაკლი კობახიძეს, რომელმაც პარტიებს მოუწოდა, ქართული ოცნების მსგავსად მაღალი პასუხისმგებლობით აწარმოონ თავიანთი წინასაარჩევნო კამპანია.


ასევე ნახეთ
close დახურვა