logo
ENG


ბოკერია თურნავას: მომესმა თუ თქვით, გადასახადების ​ყველასთვის ​დაწევა საბჭოთა მიდგომააო?
გიგა ბოკერია
18 სექ, 2020 17:37
ბოკერია თურნავას: მომესმა თუ თქვით, გადასახადების ​ყველასთვის ​დაწევა საბჭოთა მიდგომააო?
  • 277ნახვები

საბჭოთა მიდგომაა გადასახადების ყველასთვის ერთნაირად დაწევაო - მომესმა თუ მართლა ასეთი რამე თქვით? ეგ არის მემარცხენე საბჭოთა ექსტრემიზმი. მართლა გგონიათ, რომ მდიდრებს აწუხებთ გადასახადი? გადასახადი აწუხებთ საშუალო და ქვემო კლასს. თუ გადასახადებს არ დაწევთ, მდიდრები კი არ დაზარალდებიან, არამედ ღარიბები და საშუალო კლასი. ამიტომ უნდა დაუწიოთ ყველას გადასახადი. ჩემ და თქვენ ხელფასზე რომ ილაპარაკეთ, შეამცირეთ სამთავრობო ხარჯი, მათ შორის საპარლამენტო. ეგ რა არგუმენტია, რომ მეწარმეებს, მათ შორის წარმატებულს, გადასახადები არ დაუწიოთ? ანუ წარმატებას სჯით და გგონიათ ეგ არ აისახება ყველაზე უფრო გაჭირვებულებზე? 2-ჯერ 2 რომ ოთხია, ეგ არ გესმით?!

ასე უპასუხა ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავას, რომელმაც გადასახადების ყველასთვის შემცირების ინიციატივას საბჭოთა "ურავნილოვკის" პრინციპი უწოდა.



ასევე ნახეთ
close დახურვა