logo
ENG


გოცირიძე ქართული ოცნების პრეზენტაციაზე: შალახო აკლდა და შენ დაუკარ, უპატარძლო ქორწილიაო
  • 647ნახვები

ერთი შალახო აკლდა და შემდეგ ასეთი განცხადება, შენ დაუკარ უპატარძლო ქორწილიაო. სად არის პროგრამა? გუშინ პროგრამა წარმოადგინეს, დიდი ქორწილი გამართეს და პატარძალი არ იყო. აი, ეს არის ქართული ოცნების მორიგი სიცრუე და თვალებში ნაცრის შეყრა. პროგრამა კი არ წარმოადგინეს, შეეცადნენ 8-წლიანი მმართველობის გამართლებას. [...] ილაპარაკეს წარსულზე. მთელი დრო დაეთმო 9-წლიანი წარსულის ძაგებას. დღეს საუბრობენ 17 წლის წინანდელ ამბებზე. 17 წლის წინათ ვის დაესიზმრებოდა, რომ ილონ მასკი სამყაროს ინტერნეტით დაფარავდა? ის მოყევი რა მოხდება 17 დღის შემდეგ, რა მოელის ლარს და ფასებს. რა მოხდება 17 თვის შემდეგ. მათთვის ძალიან მწარეა ცნება ეკონომიკურ ზრდაზე. [...] მოიტანეთ პროგრამა, მაგრამ ამ პროგრამაში რა იქნება, კარგად ვხედავთ. დაწერილი ისეთივე სიცრუე, რაც გვინახავს მრავლჯერ. რადგან ი ფილმიდან დავიწყე, ხალხო, ან დეპუტატებო, რაც გინახავთ, ვეღარ ნახავთ. 

ასე შეაფასა ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა, რომან გოცირიძემ ქართული ოცნების წინასაარჩევნო პროგრამის პრეზენტაცია.


ასევე ნახეთ
close დახურვა