logo
ENG


ვაშაძე: ფულის მკეთებელთა მოღვაწეობა ქვეყანაში უნდა დასრულდეს, გზა დაუთმონ საქმის მკეთებლებს
  • 302ნახვები

ფულის მკეთებელთა გუნდის მოღვაწეობა ქვეყანაში უნდა დასრულდეს და გზა დაუთმონ საქმის მკეთებელთა გუნდს სტრატეგია აღმაშენებლის სახით.

ჩვენი ეკონომიკა გაჩერებულია. ჯერ კიდევ პანდემიამდე უმუშევრობა რეკორდულ მინიმუმამდე დავიდა. ხელფასები იმდენად მცირეა, რომ ვერ აკმაყოფილებს ცხოვრების ელემენტარულ მოთხოვნებს. ახლა უკვე დამატებით 220 000-ზე მეტმა მოქალაქემ დაკარგა სამუშაო. სწორედ ამიტომ, სტრატეგია აღმაშენებელს აქვს დროში გაწერილი სამოქმედო გეგმა, რომელიც 4 წელიწადში შექმნის სამასი ათასამდე დამატებით სამუშაო ადგილს: აგრარულ სექტორში, 9 ინდუსტრიულ პარკში, 3 IT ქალაქსა და სასტუმროების ინდუსტრიაში

განაცხადა სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ პარტიის სიის ოცეულის წარდგენაზე.


ასევე ნახეთ
close დახურვა