logo
ENG


ვაშაძე გახარიას: აშშ-ის პრეზიდენტს სცალია დებატებისთვის და თქვენ ასეთი მოუცლელი რა გჭირთ?
  • 241ნახვები

ბატონო გახარია, ამერიკის პრეზიდენტს სცალია დებატებისთვის და თქვენ ასეთი მოუცლელი რა გჭირთ, რომ დებატებისთვის ვერ იცლით? რეალობა ხომ ვიცით, რომ გეშინიათ დებატების, გეშინიათ, მოხვიდეთ და გესაუბროთ ფაქტებით, გეშინიათ, რომ რეალურად მიიღებთ ამაზე ძალიან მკაცრ გაფრთხილებას საზოგადოების მხრიდან. 15 ნოემბერს, 11-ის ნახევარზე, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერით, ღია და საჯარო წილისყრით, რომელიც თქვენ თვითონ მოაწყვეთ, თქვენ და მე ვართ ერთ ჯგუფში და გელოდებით.

სტრატეგია აღმაშენებელის ლიდერი გიორგი ვაშაძე პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ დებატებში მონაწილეობისთვის დრო არ აქვს: "სამწუხაროდ, ამისთვის ფიზიკურად მე დრო არ მაქვს, თუმცა რა თქმა უნდა, ეს დებატები შედგება".


ასევე ნახეთ
close დახურვა