logo
ENG


ჯაფარიძე მელაშვილის პატიმრობაზე: მოგი**ანთ მართლმსაჯულების რეფორმის ყველა ტალღა
  • 4009ნახვები

ბევრი რამის თქმა შეიძლება, მაგრამ ენაზე მარტო გინება მადგება. მოგი**ანთ მართლმსაჯულების რეფორმის ყველა ტალღა, რომელიც იმით მთავრდება, რომ ასეთ ადამიანს უშვებს ციხეში. 31 ოქტომბერს **აკი აწიეთ ყველამ და ვისაც გინდათ იმას მიეცით ხმა, გარდა იმ ნაძირლებისა, რომლებიც ასეთ ადამიანს წირავენ, ოღონდ ძალაუფლება არ დაკარგონ. სულ რომ უვარგისი იყოს მთელი ოპოზიცია, სულ რომ ერთმანეთი დაჭამონ ფულისთვის, ადგილებისთვის და ძალაუფლებისთვის, იმას მაინც მივაღწევ რომ ეს დედააფეთქებული საბჭოთა სასამართლო და პროკურატურა დავაშლევინო აგურ-აგურ

ამის შესახებ გირჩის ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ Facebook-ზე დაწერა. საქართველო-აზერბაიჯანის დემარკაციის კომისიის ყოფილ წევრებს ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას სასამართლომ 2-თვიანი პატიმრობა შეუფარდა. პროკურატურა ამტკიცებს, რომ დაკავებულებმა საზღვარი ჩვენი ქვეყნის საზიანოდ მონიშნეს და "საქართველოს ტერიტორიის ნაწილი უცხო ქვეყანას გადასცეს". დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ. ექსპერტები, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები საქმის უკან პოლიტიკურ მოტივებს ხედავენ.


ასევე ნახეთ
close დახურვა