logo
ENG


ბოკერია გარეჯის საქმეზე: ამას მხოლოდ საკუთარი ქვეყნის მტერი შეიძლება აკეთებდეს
გიგა ბოკერია
09 ოქტ, 2020 13:13
ბოკერია გარეჯის საქმეზე: ამას მხოლოდ საკუთარი ქვეყნის მტერი შეიძლება აკეთებდეს
  • 577ნახვები

ასეთი დაძაბულობის დროს, ჩვენ ორ მეზობელს შორის, როდესაც ჩვენს ეროვნულ ინტერესებს საფრთხე ექმნება, როცა ამის ნიადაგზე იგივე რუსული პროპაგანდა ცდილობს ჩვენი ქვეყნის შიგნით გადმოიტანოს ეს დაპირისპირება, სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობის მქონე საქართველოს მოქალაქეებს შორის, ნებისმიერი ამ ტიპის თემის წამოწევა წინ, დამატებითი ნიადაგია, თუ სადმე გინდა რომ ნაპერწკალი გამოაჩინო, ძალადობა წაახალისო, სიძულვილი დათესო სიცრუის ნიაღვარით, საჩუქარია ეს, როდესაც შენივე ქვეყნის მთავრობა, იმის ნაცვლად, რომ ამ პროპაგანდის წინააღმდეგ იბრძოდეს, იმის მაგივრად რომ იმ ხალხს ამხელდეს, რომლებიც ფინანსურად და პოლიტიკურად ჩვენს მტერთან არის დაკავშირებული და ჩვენი ქვეყნის შიგნით ეთნიკურ დაპირისპირებას აღვივებს, ამის მაგივრად თვითონვე წევს მოგონილ, აფსურდულ თემას.

მოგონილს, არა იმ თვალსაზრისით, რომ პრობლემა არ დგას, ის დგას საბჭოთა კავშირის დროიდან მოყოლებული, არამედ მოგონილს, იმ თვალსაზრისით, თითქოს ვიღაცამ რაღაც ახლა წაგვართვა. ამას მხოლოდ საკუთარი ქვეყნის მტერი შეიძლება აკეთებდეს და ივანიშვილი მტრობს ამ ქვეყანას, ერთადერთი მოტივით - ძალაუფლება შენარჩუნების მიზნით. 

საქართველო-აზერბაიჯანის დემარკაციის კომისიის ყოფილ წევრებს ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას სასამართლომ 2-თვიანი პატიმრობა შეუფარდა. პროკურატურა ამტკიცებს, რომ დაკავებულებმა საზღვარი ჩვენი ქვეყნის საზიანოდ მონიშნეს და "საქართველოს ტერიტორიის ნაწილი უცხო ქვეყანას გადასცეს". დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ. ექსპერტები, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები საქმის უკან პოლიტიკურ მოტივებს ხედავენ.


ასევე ნახეთ
close დახურვა