logo
ENG


დეკანოიძე: ბებია-ბაბუის საფლავზე ვდებ პირობას, რომ ქვეყანას ოლიგარქისგან გავათავისუფლებთ
  • 574ნახვები

პირობას ვდებთ ყველა ერთად, პირობას ვდებ ჩემი ბებიისა და ბაბუის საფლავზე, რომ ამ ქვეყანას გავათავისუფლებთ იმ ოლიგარქისგან, რომელმაც მოიკალათა ყველგან. მაგისი სამშობლო არ არის, ჩვენი სამშობლოა! ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენ არ გვაქვს დასაკარგი და გასასხვისებელი ქვეყანა. ჩემო ძვირფასებო, ჩავკიდოთ ხელი ერთმანეთს, დავუჭიროთ მხარი გიორგი კაპანაძეს და მოვიგოთ არჩევნები, რომელიც იქნება ჩვენი მომავლისთვის.

ეს განაცხადი ნაციონალური მოძარობის ლიდერმა ხატია დეკანოიძემ საჩხერში, პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის გიორგი კაპანაძის წარდგენისას გააკეთა.


ასევე ნახეთ
close დახურვა