logo
ENG


ჯაფარიძე: პოლიტიკოსებსა და მოსახლეობას არ ესმით კავშირი თავისუფლებასა და კეთილდღეობას შორის
  • 2000ნახვები

მთავარი პრობლემა არის ის, რომ ჩვენ მოვდივართ საბჭოთა კავშირიდან. არც ერთმა მთავრობამ არ იცის თუ როგორი იქნება მომავალი. საბჭოთა კავშირი იმიტომ კი არ დაინგრა, რომ ცუდი მთავრობა ყავდა, დაინგრა იმიტომ, რომ მონობაზე იდგა. მონობა არაეფექტურია და თავისუფლება ყოველთვის უგებს მონობას. სამწუხაროდ, ამ ქვეყანაში არც პოლიტიკოსებს და არც მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას არ ესმის კავშირი თავისუფლებასა და კეთილდღეობას შორის. ჩვენ ქვეყანაში გვჭირდება მეტი თავისუფლება. თუ საბჭოთა კავშირის დროს მთელი ქონება იყო სახელმწიფოს ხელში, ეს ქონება უნდა გადავიდეს მოქალაქეების ხელში. ამაზე გვაქვს ოპოზიციურ პარტიებთან შეთანხმება. სახელმწიფოს ხელში არ უნდა იყოს ფულზე კონტროლი. ეროვნული ბანკის საშუალებით სახელმწიფო მოსახლეობას ატყავებს ინფლაციის სახით. მოსახლეობა ხვდება, რომ ფასები იზრდება, მაგრამ ვერ ხვდება, რომ ეს მთავრობის მიერაა გამოწვეული. ამ ქვეყანაში უნდა შეიქმნას სანდო ფული. გრძელვადიანად თუ გვინდა, წინ წავიდეთ, განათლება გასათავისუფლებია სახელმწიფოს მარწუხებისგან, რომ გაჩნდეს შანსი, დროთა განმავლობაში გაჩნდეს საგანმანათლებლო ინსტიტუტები, რომლებიც იმ უნარებს მისცემს ჩვენს შვილებს, რომლებიც რეალურ ცხოვრებაში გამოადგებათ

ამის შესახებ დიდუბე-ჩუღურეთში გირჩის მაჟორიტარობის კანდიდატმა ზურაბ ჯაფარიძემ გადაცემაში ვის ირჩევს საქართველო განაცხადა.


ასევე ნახეთ
close დახურვა