logo
ENG


ჯაფარიძე: ყველას გვისმენენ, ადამიანები სხედან და ყური აქვთ მოდებული რას ვლაპარაკობთ
  • 443ნახვები

ის, რომ გვისმენენ - დანაშაულია. ტელეფონზე როდესაც ვსაუბრობ და ზარი გადის, ხან ფაქსის ხმა ირთვება, ხან ჩემი ხმა მეორდება, ხან საუბარში ვიღაცები ერთვებიან. ბოლო ორი კვირა ან ცოტა მეტი, ყველაფერი ერთადაა ვისაც არ უნდა ველაპარაკებოდე. თუ რამეში შეიძლება ჩართული იყო, ყველაფერზე შეერთებულები ვართ. ეს მგონი, ყველა პოლიტიკოსმა იცის. ყველანი ვართ ჩართულები და არა ისე, რომ ჩვენს ზარს აფიქსირებენ ვისთან ირეკება, არამედ ლაივ რეჟიმში, ცოცხალი ადამიანები სხედან და ყური აქვთ მოდებული და აინტერესებთ ვის და რას ველაპარაკებით. ერთ-ერთი მიზეზი რის გამოც ეს ხელისუფლება უნდა შეიცვალოს არის ის, რომ ძალაუფლებას ებღაუჭება

ასე გამოეხმაურა გირჩის ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე გადაცემაში "კომენტარი" ქართული ოცნების საარჩევნო შტაბის უფროსის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომლის თანახმადაც, ტვ პირველის ჟურნალისტს, ნატო გოგელიასა და ნაცმოძრაობის ოზურგეთის ორგანიზაციის ლიდერს, ბესო ქათამაძეს შორის შედგა საუბარი, რა დროსაც მხარდაჭერის მიზნით გოგელიამ ქათამაძეს მოსთხოვა ინფორმაცია იმ უბნების შესახებ, სადაც "აპირებენ არეულობას".


ასევე ნახეთ
close დახურვა