logo
ENG


დეკანოიძე: უნდა დავამარცხოთ ოლიგარქი, რომელსაც სურს, ქვეყანა თავის უკანა ეზოდ გადააქციოს
  • 290ნახვები

31 ოქტომბერს არის გადამწყვეტი არჩევნები, როგორი იქნება ხვალინდელი დღე საქართველოში. 31 ოქტომბერს, ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ ოლიგარქზე, ადამიანზე, რომელმაც გადაწყვიტა, რომ ეს ქვეყანა გადააქციოს თავის უკანა ეზოდ და შემოღობოს, მაგრამ საქართველო იმაზე მეტია, ვიდრე ოლიგარქის უკანა ეზო. ჩვენი სამშობლო არის დამოუკიდებლობის იდეა, მერაბ კოსტავას, ზვიად გამსახურდიას იდეა, რომლებმაც გამოაცხადეს დამოუკიდებლობა. ამიტომ, 31 ოქტომბერს, ჩვენ უნდა დავამარცხოთ უპერსპექტივობა, საზოგადოების დაყოფა, იმიტომ, რომ ივანიშვილი ყოფს, არ აერთიანებს და ჩვენ აღარ გვაქვს მეტი დასაკარგი დრო. ჩვენ დავამარცხებთ კრიმინალს, კორუფციას, ყველა მანკიერ თვისებას, რომელიც მოიტანა ივანიშვილმა.

ასე მიმართა გაერთიანებული ოპოზიცია - ძალა ერთობაშიას ისნის მაჟორიტარობის კანდიდატმა ხატია დეკანოიძემ თავისუფლების მოედანზე შეკრებილ მხარდამჭერებს.


ასევე ნახეთ
close დახურვა