logo
ENG


ბოკერია: საზოგადოების უმრავლესობამ ამ ქვეყანაში ხმა მისცა ცვლილებებს, ეს შემდგარი ფაქტია
გიგა ბოკერია
01 ნოე, 2020 00:13
ბოკერია: საზოგადოების უმრავლესობამ ამ ქვეყანაში ხმა მისცა ცვლილებებს, ეს შემდგარი ფაქტია
  • 266ნახვები

ყველა წინასწარი მონაცემით, რომელიც ჩვენს გვაქვს დასტურდება ის სურათი, რაც ლეგიტიმურ ეგზიტპოლებში იყო, ჩვენთვის სანდო ეგზიტპოლებში. ბიძინა ივანიშვილმა და ქართულმა ოცნებამ ვერ მიიღო მანდატი ქართველი ხალხისგან ქვეყნის მართვაზე. ეს არის უკვე ფაქტი. ჩვენი საზოგადოების უმრავლესობამ, ძალადობის, მოსყიდვისა და დაშინების მიუხედავად, რაც ვნახეთ მთელი ამ კამპანიის დროს და დღეს, განსაკუთრებით, ზოგიერთ ოლქში ძალიან სამარცხვინო და საგანგაშო ფორმით, მაინც ხმა მისცა ცვლილებებს ამ ქვეყანაში. ეს არის უკვე შემდგარი ფაქტი. 

 

ფოთში, ხობსა და სენაკში ევროპული საქართველოს მაჟორიტარობის კანდიდატი არჩევნების მოსალოდნელი შედეგების შესახებ საუბრობს.


ასევე ნახეთ
close დახურვა