logo
ENG


ტიკარაძე: მინდა ვთხოვო ყველა პოლიტიკურ პარტიას, ნუ შეუწყობენ ხელს ვირუსის გავრცელებას
  • 727ნახვები

მე მინდა ვთხოვო ჩვენს მოსახლეობას და ყველა იმ პოლიტიკურ პარტიას, რომელიც დღეს პოლიტიკურ პროცესშია ჩართული, ნუ შეუწყობენ ხელს იმ ვირუსის გავრცელებას, რომელსაც დღეს მთელი მსოფლიო ებრძვის. სოციალური დისტანცია ყველაზე ეფექტური საშუალებაა ვირუსთან საბრძოლველად. შესაბამისად, ყველა ამ მოწოდების დარღვევა არის ჩვენი მოქალაქეებისთვის ძალიან დიდი რისკის მატარებელი, ჩვენი გმირი ექიმებისთვის, რომლებიც დღემდე იბრძვიან და ნუ გამოვიყენებთ ბოროტად მათ გმირობასა და ერის მიმართ სიყვარულს 

ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა. მთელი ქვეყნის მასშტაბით ოპოზიცია პერმანენტულ აქციებს მართავს. ისინი ხელისუფლებას არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებენ და ითხოვენ ხმების გადათვლასა და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას.


ასევე ნახეთ
close დახურვა