logo
ENG


ვაშაძე: დავიძრათ ცესკოსკენ და მოვითხოვოთ ფალსიფიცირებული არჩევნების გაუქმება
  • 180ნახვები

დღეს არავინ ელოდა ამდენ ხალხს, დიდება თქვენს გამძლეობას. 5 საათი ამდენი ადამიანი დიდი ხანი არ უნახავს არავის. დღეს არის გადამწყვეტი წუთი და წამი. ამ დროს მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვიყოთ შეუპოვრები და ვიბრძოლოთ ბოლომდე. დავიძრათ ცესკოსკენ და მოვითხოვოთ ფალსიფიცირებული არჩევნების გაუქმება. ერთი რამ მინდა ვთქვა - ეს ბრძოლა არ არის მარტივი, მაგრამ დამერწმუნეთ, რომ ამ ბრძოლის ბოლოში არის დიდი გამარჯვება. წავედით ცესკოსკენ

მიმართა სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა გიორგი ვაშაძემ პარლამენტის წინ აქციაზე შეკრებილებს. შეგახსენებთ, რომ აქციის მონაწილეებმა ხელისუფლებას 20:00 საათამდე ვადა მისცეს, რათა 3 მოთხოვნა შეესრულა. ვადის ამოწურვის შემდეგ აქციის ორგანიზატორებმა ცესკოსკენ მისვლა გადაწყვიტეს.


ასევე ნახეთ
close დახურვა