logo
ENG


მარგველაშვილი ოპოზიციის ამომრჩეველს: ვენდოთ მათ, მით უმეტეს ვხედავთ, რომ არ იყიდებიან
  • 1874ნახვები

მე ვარ ოპოზიციური ამომრჩეველი. ოპოზიციური ლიდერები ნათლად გვეუბნებიან თუ როგორ იცავენ ხმებს. ისინი მეუბნებიან, რომ ჩემს ხმას არ დათმობენ. ისინი მე მეუბნებიან, რომ მიზანია ხელახალი არჩევნები. მე ვაფასებ მათ სტრატეგიას და მივანდობ მათ ტაქტიკური გადაწყვეტილების უნარს. მე ეს ხალხი ავირჩიე როგორც ჩემი ლიდერები 4 წლით და არ შემიძლია, დღეს დავუსვა კითხვა, მით უმეტეს, როდესაც ვხედავ, რომ თავის კეთილდღეობა სამართლიან ბრძოლას შესწირეს. მე მათ გვერდით ვდგევარ. თუ ეს ადამიანები ავირჩიეთ 3 კვირის წინ, ვენდოთ მათ. მით უმეტეს, ვხედავთ, რომ ისინი კი არ იყიდებიან, არამედ იბრძვიან

ამის შესახებ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პალიტრანიუსის ეთერში განაცხადა. ოპოზიცია ამ დრომდე საპარლამენტო ბოიკოტის რეჟიმში რჩება, ისინი არც 21 ნოემბრის მეორე ტურებში აპირებენ მონაწილეობის მიღებას. ოპოზიციის ლიდერები ამბობენ, რომ ხელისუფლებამ არჩევნები გააყალბა. მათი მტკიცე მოთხოვნა კვლავ ხელახალი არჩევნების დანიშვნა, პოლიტპატიმრების გათავისუფლება და საარჩევნო ადმინისტრაციის ცვლილებაა. ქართული ოცნების ლიდერები კი ამბობენ, რომ ისინი ხელახალი არჩევნების მოთხოვნას არც ერთ შემთხვევაში არ დათანხმდებიან.



ასევე ნახეთ
close დახურვა