logo
ENG


მეუფე იოანე: ტაძრები არ დაიკეტება, ეს გამორიცხულია
მეუფე იოანე
23 ნოე, 2020 14:01
მეუფე იოანე: ტაძრები არ დაიკეტება, ეს გამორიცხულია
  • 644ნახვები

ტაძრები არ დაიკეტება, ეს გამორიცხულია. ტაძარი ღვთისაა და ღვთისკენ მიმავალ ადამიანს მე როგორ უნდა შევუშალო ხელი? მაგრამ მოსვლა ნებაყოფლობითია, ჩვენ ხომ არ ვაიძულებთ? ვინც მოდის, იმას პასუხისმგებლობა აქვს, რახან მოვიდა, მოვიდა უკვე. ჩემი საქმიანობაა, მე არ უნდა გავაგდო. ასევე ექიმებში არის, მთავარი ეპიდემიოლოგი დაინფიცირებულია, გარანტირებული არაფერია. ეკლესიაში კი არ ინფიცირდება, ადამიანი ადამიანს გადასდებს, ეკლესიას ნუ დავაბრალებთ

ამის შესახებ ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა მეუფე იოანემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მეუფე იოანეს თქმით, ეკლესია რეგულაციებს ემორჩილება, მაგრამ ტაძრები არ დაიკეტება. პანდემიის გამო მთავრობამ, შესაძლოა, შეზღუდვები გაამკაცროს.



ასევე ნახეთ
close დახურვა