logo
ENG


ტიკარაძე: ვეცდებით, მოქალაქეებმა თავისუფლად და შესაფერისად აღნიშნონ ახალი წელი
  • 1602ნახვები

გამომდინარე იქიდან, რომ, ერთი მხრივ, ვითვალისწინებთ იმ ზიანს, რაც შეიძლება მიადგეს ადამიანის ჯანმრთელობას კოვიდ ინფექციის მასშტაბური გავრცელების შედეგად, ასევე ვითვალისწინებთ მოქალაქეების ფსიქოლოგიურ მდგომარეობასაც, როდესაც ყველა ველოდებით შობა-ახალ წელს. ვითვალისწინებთ ასევე ბიზნესის აქტიურ ფაზას, რომელიც არის დეკემბერში. ჩვენი მიზანი არ არის, რომ მოხდეს ისეთი შეზღუდვები და იმ ვადით, რომ ყველა ეს კომპონენტი მოჰყვეს ზარალში. დავაკვირდებით პროცესს მას შემდეგ, რაც დავაწესებთ შეზღუდვებს და მაქსიმალურად ვეცდებით, რომ მოქალაქეებმა თავისუფლად და შესაფერისად აღნიშნონ ახალი წელი.

ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძე მთავრობის ადმინისტრაციაში, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მანვე აღნიშნა, რომ ხვალ გახდება ცნობილი, რა ტიპის შეზღუდვებს დააწესებს მთავრობა.



ასევე ნახეთ
close დახურვა